logo_geo
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვი იმედოვნებს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციული დიალოგს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 22:10

„მოსკოვი იმედოვნებს, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციული დიალოგს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის კომენტარს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“ აღიქვეს, რასაც საქართველოს დედაქალაქიდან „ისტერიკა“ მოჰყვა, რომელიც „არც თუ ისე ადეკვატური რეაქციაა მომხდარზე“.

 

კითხვაზე, მიიღო თუ არა მოსკოვმა ოფიციალური თბილისიდან რაიმე სიგნალი დიალოგისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა: „ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ, ბრბოს სიგნალი, ვხედავდით ხელისუფლების სიგნალებს, რომლებმაც ამ ბრბოს წაუყრუეს, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა გაჭირვებით მოახერხეს თბილისიდან გამოსვლა. ეს სიგნალები ჩვენ ვნახეთ და არ მოგვეწონა. მოდით, გვქონდეს იმედი, რომ მომავალში ასეთი სიგნალების გარეშე ვიცხოვრებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი აფასებს რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს, კრემლში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, სურთ კარგი ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ოფიციალური თბილისის მხრიდან პრობლემებია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი