logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ
- +

1 ოქტომბერი. 2019. 22:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამოცანები ჯარისკაცებზე ზრუნვასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეფუძნება.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდა მოხდება სამხედრო წოდების მიხედვით და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა.

 

მინისტრმა ხელფასების ზრდასთან ერთად ვრცლად ისაუბრა მისი სოციალური პოლიტიკის კომპონენტებზე და აღნიშნა, რომ ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი სამედიცინო დაზღვევა, გაუმჯობესებული კვება, ხარისხიანი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი მისი პრიორიტეტებია.

 

 

 

big_banner
არქივი