logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

3 ოქტომბერი. 2019. 19:28

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიას, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) და სამხედრო განათლების საკითხებს შეეხო. მხარეებმა NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს.

 

NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაციაში ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

 

საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

 

 

 

big_banner
არქივი