logo_geo
როუზ გოტმიოლერი: NATO-ს სურს თქვენთან მუშაობა და დაგეხმარებათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
- +

3 ოქტომბერი. 2019. 19:31

 

 

„NATO-ს გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი, უცვლელი რჩება“, – ამის შესახებ NATO-ს გენმდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ჟურნალისტმა როუზ გოტმიოლერს მიმართა კითხვით: „რუსეთის ფედერაცია პირდაპირ ამბობს, რომ არ შეეგუება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ზოგადად, NATO-ს მის საზღვრებთან ახლოს. პარალელურად, NATO-საქართველოს თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება და მჭიდროვდება. ბოლო ხუთი წელია, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდაზე და ამ საკითხში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალი წევრობის პერსპექტივას და რუსეთის ხისტი პოზიცია ხომ არ შეიძლება, იქცეს ერთგვარ ბარიერად საქართველოს ინტეგრაციის გზაზე”.

 

როგორც როუზ გოტმიოლერმა აღნიშნა, NATO მჭიდროდ უჭერს მხარს საერთაშორისო პრინციპებს, რომ ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტონ უსაფრთხოების საკითხი.

 

„NATO-ს გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი, უცვლელი რჩება. ეს გავიმეორეთ შარშან ბრიუსელშიც და ეს არის აღნიშნული იმ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე მივიღეთ. NATO მჭიდროდ უჭერს მხარს საერთაშორისო პრინციპებს, რომ ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტონ უსაფრთხოების საკითხი. ბევრმა მოკავშირემ დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. უფრო მეტიც, მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. NATO-ს სურს თქვენთან მუშაობა და დაგეხმარებათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ თქვენთან სამუშაოდ მზად ვართ, რომ ამ ამოცანას მივაღწიოთ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი