logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: NAC-ის მხრიდან სქართველოში დაგეგმილ რეფორმებს სრული მხარდაჭერა აქვს
- +

4 ოქტომბერი. 2019. 14:54

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მხრიდან საქართველოში დაგეგმილ რეფორმებს სრული მხარდაჭერა აქვს.

 

„სრული მხარდაჭერა აქვს „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმას. ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში დათმო თავისი პოზიციები და საშუალება მისცა ფართო საზოგადოებას, რომ გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას ძალიან კარგად ხედავს NAC. სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და გამჭვირვალე რეფორმას, ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები. სრული მხარდაჭერა აქვს მიმდინარე რეფორმას“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი