logo_geo
თამარ ჩუგოშვილი ეკა ბესელიას განცხადებას პასუხობს
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:30

 

„ეკა ბესელიასა და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთხელ მაქვს განცხადება გაკეთებული“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას.

 

ჩუგოშვილის განმარტებით, მას, ისევე როგორც გენდერულ საბჭოს, პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟებასთან დაკავშირებით პოზიცია ნათლად, არაორაზროვნად და გასაგებად აქვს დაფიქსირებული.

 

„საბჭოს სხდომა როცა ჩატარდება, ერთ- ერთი საკითხი ისევ იქნება კადრებისა და ეკა ბესელიას საკითხი. მოვუბრუნდებით და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ ამის სურვილი აქვს მას, როგორც საბჭოს წევრს. სხვა მის მიმართ სოლიდარობა, დაგმობა იმ უმძიმესი დანაშაულის ყველა ფორმით საჯაროდ იქნა გაკეთებული“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განცხადება გააკეთა.

 

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, რითიც გამოირჩევა მმართველი პარტია. დღეს როცა ვაკრიტიკებ გენდერულ საბჭოს, მათ განცხადების გავრცელებაც გაუჭირდათ, რადგან შიგნით ვერ თანხმდებიან, უნდა იყოს დამგმობი თუ სოლიდარული ეს განცხადებები. სამწუხაროა, რომ ეს ეხება ისეთ გენდერულ საბჭოს, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა ბესელიამ.

 

 

 

big_banner
არქივი