logo_geo
როუზ გოტმიოლერი: ერთ დღეს საქართველო NATO-ს წევრი გახდება...
- +

4 ოქტომბერი. 2019. 17:45

 

„ერთ დღეს საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ველოდები ამ დღეს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერმა ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. გოტმიოლერმა სალომე ზურაბიშვილს ჯილდოს გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას. ჩემთვის პატივია ასეთი პრესტიჟული, ოქროს საწმისის ორდენი. NATO-ს უნიკალური პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ჩვენი კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. საქართველო გახლავთ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს გადავისროლოთ ძალები მოკლე პერიოდში, სადაც კი საჭიროა“, - განაცხადა გოტმიოლერმა.

 

მისი თქმით, საქართველო NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

 

„ამ საზეიმო მომენტში მინდა ყველა იმ მამაც მეომარს პატივი მივაგო, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. NATO-ს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

 

ჩვენ კონსულტაციებს ვახორციელებთ კიბერსაფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. წვრთნები, რომელიც საქართველოში გაიმართა და რომელშიც 24 მოკავშირე იყო ჩართული, გვავალდებულებს, კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ ერთიანი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.

 

მე ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც NATO-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

ერთ დღეს საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ველოდები ამ დღეს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ველოდები“, - განაცხადა გოტმიოლერმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი