logo_geo
საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 19:15

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არანაკლებად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და ჩვენ ამ კუთხითაც  გვჭირდება დახმარება.

 

აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ბათუმში NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

,,ამ კუთხით თანამშრომლობა უკვე დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ NATO-ს დახმარებაც გვჭირდება, იმისათვის, რომ საქართველო გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევას, რომელიც ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც უდიდესი გამოწვევას წარმოადგენს.

 

ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.

 

ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველო, რომელმაც მეორე კომპაქტი დაასრულა, დღეს „მილენიუმ ჩელენჯის“ კორპორაციამ ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად აღიარა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

big_banner
არქივი