logo_geo
ჰუბერტ ქნირში: გერმანიას აქვს NATO-ს სხვა წევრების მსგავსი პოზიცია, საქართველო გახდება ალიანსის წევრი
- +

4 ოქტომბერი. 2019. 19:50

 

„გერმანიას აქვს NATO-ს სხვა წევრების მსგავსი პოზიცია, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც ეს განისაზღვრა 2008 წელს“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

გერმანელი დიპლომატის თქმით, NATO-ს წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არაერთხელ განაცხადეს.

 

„ჩვენ გვაქვს იგივე პოზიცია, რაც აქვთ NATO-ს სხვა ქვეყნებს. ეს განისაზღვრა 2008 წელს. საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს ითქვა გასულ წელს, NATO-ს ბრიუსელის სამიტზეც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკული თანამშრომლობის საფუძველი NATO-ს და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

 

big_banner
არქივი