logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ვემხრობი, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული...
- +

5 ოქტომბერი. 2019. 13:55

 

 

„არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გაცხადებულია თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დაიხვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება პატიმართა შეწყალების საკითხის განხილვა.

 

„იმ ფონზე, როდესაც პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმი დავნერგეთ ჩვენ, ეს არის დაწესებულებები, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას სახლში მიდიან, ეს არის ელექტრონული პატიმრობა, ეს არის ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია პატიმარს ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება. ვფიქრობ ამ ალტერნატიული მექანიზმების ფონზე თავად შეწყალების მექანიზმის როლი მცირდება მისი დანიშნულება მცირდება. მომავალში ვემხრობი, შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, უნდა მოხდეს რისკების შეფასების ფონზე. არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული. განვაცხადეთ თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დახვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება შეწყალების საკითხის განხილვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, საზოგადოების შეშფოთებას იზიარებს ძალიან ბევრი, რადგან არაერთი შეწყალებული ბოლო სამი პრეზიდენტის მიერ და არა მხოლოდ ახლა, არიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები.

 

„მათი ასე ხელაღებით შეწყალება არის საკმაოდ წინააღმდეგობაში იმ პრინციპებთან, რასაც ჩვენ ვნერგავთ. მედიას ყოველთვის აქვს იმის უფლება, რომ შეისწავლოს თითოეული გადაწყვეტილება, მიუხედავად ეს გადაწყვეტილებები მიღებული იყო ერთი წლის წინ ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ახლა გახდა მსჯელობის საგანი. შეწყალებასთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია არის საზოგადოებასთან საჭირო და მეტი განმარტების გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი