logo_geo
ლუკ კოფი: თუ საქართველოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ძალას არ გამოიყენებს, მაშინ...
- +

5 ოქტომბერი. 2019. 18:28

 

 

"ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი, ლუკ კოფი მიიჩევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახალი სტრატეგია სჭირდება და ამისთვის ალტერნატიული გზა ნამდვილად არსებობს.

 

მან გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან" განმარტა, თუ რას ნიშნავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახალი იდეა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში მე-5 მუხლის გავრცელებას არ ითვალისწინებს.

 

"ბუქარესტის სამიტის 10 წლის თავზე ვიფიქრე, რომ დროა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ახალი გზების ძებნა დაგვეწყო. ახალი იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსმა წევრად საქართველოს სრულად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიიწვიოს, რაშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის. მაგრამ მე-5 მუხლის უსაფრთხოების წესი გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი არ ახდენს. ეს პრინციპი საქართველოსთვის ადვილად იმუშავებს, იმის გამო, რომ ქვეყანას უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ ვიფიქრე, თუ საქართველოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ ტერიტორიებზე ძალას არ გამოიყენებს, მაშინ რად უნდა მე-5 მუხლის გარანტია ამ ტერიტორიებზე",- განაცხადა ლუკ კოფიმ.

 

მისივე თქმით, თუ საქართველო ამ პრინციპით გაწევრიანდება ნატოში, ის ალიანსის სხვა ქვეყნების პრეცედენტს გაიმეორებს.

 

"ნატოში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომლებიც სრული ტერიტორიით არიან გაწევრიანებული ნატოში, მაგრამ მე-5 მუხლი ყველგან არ მოქმედებს. მაგალითად აშშ, ჰავაისა და გუამის ტერიტორიებს მე-5 მუხლი არ იცავს. ასევე დიდი ბტიტანეთის ფოლკლენდის კუნძულებზე არ ვცრელდება მე-5 მუხლი",- აღნიშნა კოფიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი