logo_geo
„სასწაული ხალხი ხართ... გასვენებაში ვარ, არ გრცხვენიათ?“ - მინისტრები შეწყალების საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ
- +

6 ოქტომბერი. 2019. 13:27

 

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტებმა აღნიშნულ საკითხზე კითხვები თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დაუსვეს, თუმცა მათ კითხვა უკომენტაროდ დატოვეს. პოლიტიკოსებმა განმარტეს, რომ ისინი გია ყანჩელის დაკრძალვაზე იყვნენ მისულები.

 

„გასვენებაში ვარ, არ გრცხვენიათ?“, – განუცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს.

 

ასევე უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მედიის მიმართ მცირე შეფასებით შემოიფარგლა: „სასწაული ხალხი ხართ“.

 

შეგახსენებთ, შეწყალების საქმეზე პრეტენზიების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. გაირკვა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, არამედ 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლებული პირიც შეიწყალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი