logo_geo
დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერს უმასპინძლა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 21:46

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერს უმასპინძლა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრააციის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ- ვოლტერ შტაინმაიერის  დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტრის შეფასებით გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება და ის მაღალი დონის ვიზიტები, რაც ბოლო პერიოდში განხორციელედა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას განამტკიცებს

 

„ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის შეთანხმებები, რომელიც კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს იყოა მიღწეული, საქართველოში თანდათანობით სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაც პოზიტიურია. პოზიტიურია ასევე გერმანიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. კულტურის და განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითია და ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს 6-8 ოქტომბერს მეუღლესთან ერთად სტუმრობს.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. 


 

 

big_banner
არქივი