logo_geo
საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმი გაფორმდა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 12:34

 

 

ქართულ-გერმანული კულტურული მემორანდუმი გულისხმობს გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობას კულტურებს შორის, კულტურის წარმომადგენლებს შორის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა - საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს ქართულ-გერმანული კულტურული შეთანხმება.

 

„ეს მემორანდუმი არის გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურებს შორის, კულტურის წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი არის შრომის უსაფრთხოება კონკრეტულ დაწესებულებებში და გადაზღვევა ე.წ. კულტურული შუამავლებისა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და გერმანიას შორის“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

შტაინმაიერმა დღეს სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს და უწინარეს ყოვლისა, ეს არის ქართულ-გერმანული კულტურული მემორანდუმი.

 

„ეს არის კულტურული ურთიერთობების ამსახველი მემორანდუმი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ შეესხა ხორცი და მოხდა ხელმოწერა“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

big_banner
არქივი