logo_geo
ანრი ოხანაშვილი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე: თუკი ვინმე არღვევს კანონს, უმკაცრესი პასუხი უნდა მოეთხოვოს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 12:35

 

 

„თუკი ვინმე არღვევს კანონს და შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესი პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოს დეპუტატს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

„ბრალდება არის ძალიან მძიმე, თუმცა, ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები. ზოგადად, ჩემი პირადი დამოკიდებულება, როგორც ადამიანის და როგორც იურისტის მსგავსი ქმედებების მიმართ არის - არანაირი შემწყნარებლობა, მაქსიმალური მკაცრი პასუხისმგებლობა, თუკი მსგავსი რამ დაუფიქსირდება ვინმეს. უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუკი მართლაც დადასტურდება აღნიშნული ფაქტი. რაც შეეხება მეორე საკითხს: მე მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება მალე მოახდინონ ყველა ის აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რომ დაიწყოს მსვლელობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, გვაინტერესებს ჩვენ, რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი. ესაა ჩემი დამოკიდებულება. ჩვენთვის კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუკი ვინმე არღვევს კანონს და შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესი პასუხი უნდა მოეთხოვოს. თუმცა, ეს არის ბრალდება, რომელმაც შესაძლოა მორალურად ადამიანს მთელი ცხოვრება დაუნგრიოს, თუკი მსგავსი რამ არ დადასტურდება, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს სიფრთხილე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი