logo_geo
მამუკა მდინარაძე: არ გამოვრიცხავ, ჩვენი ინიციატივით დავიწყოთ მსჯელობა...
- +

7 ოქტომბერი. 2019. 16:59

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინიციატივით გამოდის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდეს და მკვლელობისთვის სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ მდინარაძემ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც პოლიციელებიც ფიგურირებენ.

 

მდინარაძის თქმით, შესაძლებელია, მსჯელობა დაიწყოს იმაზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც პრევენციის საფუძველი იქნება.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი და ჩვენი ინიციატივით დავიწყოთ მსჯელობა მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციების გამკაცრებაზე, რათა მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ, რაც კი კანონმდებლობის დონეზე არის შესაძლებელი, როდესაც წლების განმავლობაში სტატისტიკა მძიმეა.

 

მაგალითად, თბილისში უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკულად ერთი-ორი საქმის გარდა, გაუხსნელი მკვლელობის საქმე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც იმის საფუძველს მოგვცემს, რომ შედარებით პრევენცია მოხდეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

big_banner
არქივი