logo_geo
გიორგი გახარია: როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომური დაზარალებულად ცნობილი იქნება
- +

8 ოქტომბერი. 2019. 16:36

 

„დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

პრემიერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა.

 

„არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, „საია“-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა, მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

 

 

 

big_banner
არქივი