logo_geo
სოფო კილაძე: საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 17:39

 

„საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„მე მგონია, რომ 4-ზე მეტ ადამიანს უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონასთან დაკავშირებით, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს. რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს და კიდევ სხვა ადამიანებს, რომლებიც, ჩემი შეხედულებით, შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

შეგახსენებთ, „საია“-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავს და აქციის 4 მონაწილეს მიენიჭა.

 

 

 

big_banner
არქივი