logo_geo
გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 19:00

 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

 

შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მეუღლესთან ერთად ჩავიდა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ასევე, ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. ღონისძიება უშუალოდ ევროკავშირის მისიის მიერ დაიგეგმა. მისიის მონიტორებმა გერმანიის პრეზიდენტს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი