logo_geo
ირლანდიაში საქართველოს ელჩი დუბლინის ახალ ლორდ-მერს შეხვდა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 10:40

 

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა.

 

საქართველოს ელჩმა პოლ მაკ ოლიფს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვს და წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დუბლინის ლორდ-მერმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის მზადყოფნა.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ თბილისი და დუბლინი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორული ურთიერთობები თბილისსა და დუბლინს შორის შემდგომში უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის თანაორგანიზებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.

 

გიორგი ზურაბაშვილმა პოლ მაკ ოლიფი, როგორც თბილისთან დამეგობრებული ქალაქის მერი, თბილისში მოიწვია ვიზიტით.

 

 

 

big_banner
არქივი