logo_geo
მამუკა მდინარაძე: წმინდა წყლის სპეკულირებაა შალვა თადუმაძის პროკურორობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 17:42

 

 

„წმინდა წყლის სპეკულირებაა შალვა თადუმაძის პროკურორობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კითხვები ეხებოდა მხოლოდ იმას, ჰქონდა თუ არა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საჭირო განათლების ხარისხი.

 

„კითხვების საფუძველი იყო ის, ჰქონდა თუ არა შალვა თადუმაძეს მაგისტრის ხარისხი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თუ ახლა ჩვენ გადავალთ სპეკულაციაზე, რომ მისი პროკურორობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს შეცდომაში შეყვანა იქნება საზოგადოების. მაგისტრობაზეა აქ საუბარი და ეს მოთხოვნა არ არის პროკურორობის შემთხვევაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მივიღოთ. მივიღეთ განმარტება შალვა თადუმაძისგან, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები, არ არის გამორიცხული, კომიტეტმა მიიღოს დამატებით დასაზუსტებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი