logo_geo
ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის
- +

10 ოქტომბერი. 2019. 11:07

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

ზარდიაშვილი ირწმუნება, რომ მომავალში არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც პარტიაში იქნება. ამასთან, ყოფილი დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად ან რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში.

 

„პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი