logo_geo
სან-ფრანცისკოსა და ბარიში საქართველოს საკონსულოები გაიხსნება
- +

10 ოქტომბერი. 2019. 11:54

 

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო დაწესებულება გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, შესაბამისი ოფისის მოძიება უკვე მიმდინარეობს.

 

„ბარიში ძალიან დიდია ჩვენი თანამოქალაქეების კონცენტრაცია და არის უმწვავესი პრობლემა და საჭიროება, რომ ჩვენი საკონსულო სერვისები მათ მივაწოდოთ“, – აღნიშნა ნინუამ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს გენერალური საკონსულოს გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ფრანცისკოშიც იგეგმება.

 

წლის ბოლოს საქართველოს საელჩო გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს ვიეტნამში, მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.

 

2020 წელს ასევე, საქართველოს საელჩო შესაძლოა, დასავლეთ აფრიკაში – სენეგალში ან განაში გაიხსნას.

 

 

 

 

big_banner
არქივი