logo_geo
დავით ზალკალიანი: რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის
- +

11 ოქტომბერი. 2019. 10:18

 

„ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ, დავით ზალკალიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას ეხებოდა.

 

მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კითხეს, არის თუ არა შესაძლებელი ამ მხრივ საქართველომ რამე გააკეთოს და როდის უნდა ველოდოთ ფრენების აღდგენას.

 

დავით ზალკალიანის თქმით, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესია.

 

„მე ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ივნისის შემდეგ პერიოდში არც ერთი რუსი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი არც ძალადობის, არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი. ამიტომ ვფიქრობ, უნდა აღდგეს, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

big_banner
არქივი