logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: დავითგარეჯის კომპლექსში ეკლესიების გახსნა...
- +

10 ოქტომბერი. 2019. 15:17

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა.

 

„ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართველი საზოგადოებისათვის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.

 

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

 

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი