logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე
- +

16 ოქტომბერი. 2019. 10:30

„მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი