logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:19

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„ამასთან, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მუდმივად მიმდინარეობს საზღვრის მართვის სისტემების უზრუნველყოფა და არსებული სისტემებისთვის ახალი ფუნქციების დამატება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბირთვულ და რადიოაქტიურ ინციდენტებზე რეაგირების დროს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში სამსახურის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. მჭიდრო ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან,  ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს დონორებთან კოორდინაცია და ერთიანი მიდგომის საფუძველზე მოხდეს ეროვნულ დონეზე ქვეყნის შესაძლებლობების ამაღლება.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. სამსახურის კოორდინაციით იგეგმება ქბრბ საფრთხეების შემცირების  სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

 

 

big_banner
არქივი