logo_geo
გიორგი ვოლსკი:საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასე გამოკვეთილი პოზიციები არასდსროს ჰქონია
- +

18 ოქტომბერი. 2019. 00:43

 

 

საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს. ეს მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაა“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

 

მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა იმ პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

 

ადამიანები, რომლებიც დღეს  ბორდერიზაციაზე საუბრობენ არიან ზუსტად ისინი, რომლებმაც უგულვებელყვეს და ფეხქვეშ გათელეს ის საგზაო რუქა, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ზუსტად იმ პროგნოზით, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანას უდგას წინ - რომ თუ არ წავალთ ამ მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვნად შეფერხებული - ეს მოხდა იმ პერიოდში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება საფრთხის ქვეშ და იქნება ოკუპირებული ტერიტორიები - ესეც მოხდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, თუ ვინ მოამზადა ამის წინაპირობა.

 

 

big_banner
არქივი