logo_geo
დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:09

 

 

დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ავრცელებს.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ასტეროიდი 162082 (1998 HL1) დედამიწას 6,2 მილიონი კილომეტრის მანძილზე, 11,2 კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის.

 

NASA-ს ცნობით, ასტეროიდი 162082 (1998 HL1) 1998 წლის აპრილში აღმოაჩინეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი