logo_geo
მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია - ქუთაისი რუსული დასის წინააღმდეგ
- +

19 ოქტომბერი. 2019. 23:39

 

 

ქუთაისში, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. ისინი მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

 

აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბართები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.

 

აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა. ერთგვარი პროტესტი მსახიობების ნაწილმაც გამოხატა. მათ სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლებს ბროშურები და სტიკერები, წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ დაურიგეს.

მათი თქმით, ამგავრად შეახსენეს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება.

 

როგორც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აცხადებს,  დღეს დამეგობრებულ თეატრს მასპინძლობენ და ეს კულტურული ურთიერთობაა.   ღონისძიების დაგეგმვაში, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში, მონაწილეობა არ მიუღია.

 

ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი, სულხან გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ  კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. ხოლო სამოქალქო აქტივისტების  პროტესტი პოლიტიკური აქტივობის მიზნით არის განპირობებული. 

 

„ კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. მე არ ვებრძვი კულტურულ რუსეთს, მე ვებრძვი აგრესიულ, მილიტარისტულ და ოკუპანტ რუსეთს.  რატომ არ აპროტესტებენ როცა რეზო გაბრიაძე ჩადის მოსკოვში, როცა ნინო ქათამაძე მღერის იქ, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რომ რუსეთის ბაზარზე იყიდება ამას რატომ არ აპროტესტებენ? სინამდვილეში,   მათ უნდათ მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობა და მე მათ ამაში ვერ ავყვები" , - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

 

მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" სპექტაკლებს ორი დღის განმავლობაში, 19-20 ოქტომბერს  გამართავს.

 

 

big_banner
არქივი