logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: სირიის მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროებაა
- +

22 ოქტომბერი. 2019. 23:59

 

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები, ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით.

 

მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე დიდი არეულობის ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენას მოახდინოს ქვეყნის, როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე. საქართველოს მთავარი პარტნიორი და დიდი მეზობელი, დიდი მეგობარი ქვეყანა თურქეთი თუ მოექცევა ეკონომიკური სანქციების ქვეშ, ეს საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას.


" უარყოფითი კუთხით ვამბობ ამას. ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან, შესაბამისად ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, შესაბამისად, წმინდა უსაფრთხოების ჭრილში იზრდება რისკი იმისა, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში და შესაბამისად გაძლიერებული „ისლამური სახელმწიფოს“ ფონზე, საქართველოშიც მივიღოთ გარკვეულ პირთა მიერ რაღაც პროცესები, არა მარტო იმ მოქალაქეებს ვგულისხმობ, ვინც იქ არიან, ვინც შეიძლება ამ გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში, მოქალაქეებს ვგულისხმობ და არ დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა. ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა ლილუაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, საფრთხე შეიძლება განვითარდეს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების თვალსაზრისით მებრძოლების გადასაადგილებლად. ამ მიმართულებით სუს-ი მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებს. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ, ევროპული პასპორტებით ხელში.

 

"ამ ქვეყნებთან კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა - უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადში დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ. კარგად მოგეხსნებათ, საფრანგეთის მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, შესაბამისად ის ,რომ კაცს ჯიბეში უდევს  ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, ეს არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი, მაინც ვცდილობთ, რომ მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ", - აცხადებს სუს-ის ახალი ხელმძღვანელი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი