logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ბულინგის მსხვერპლია საჯარო მოხელეების 90%, მათ შორის პოლიტიკოსები
- +

23 ოქტომბერი. 2019. 02:11


​სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ის ბულინგი, რომ თუ ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან ისაუბრებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, უნდა დასრულდეს. 

 

"ჩვენს ინტერესებს ჩვენ თუ ვერ მივხედავთ, ამას ვერ გააკეთებს, ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა.  თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ ისე, როგორც საჭიროა, როგორც ცივილურ სამყაროში ხდება, ისე ვფიქრობ ნაკლები შანსი გვაქვს, რაიმეს მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია გვაქვს, ჩვენს მომლაპარაკებელ მხარესთან, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით. ჩვენ ეს დიალოგი გვაქვს, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ეს არის ლოკალური ხასიათის შეხვედრები. თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ უნდა ესაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია საჯარო მოხელეების 90%, მათ შორის პოლიტიკოსები", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა "იმედის" ეთერში.

 

 

 

 

big_banner
არქივი