logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
- +

23 ოქტომბერი. 2019. 14:34

 

 

„აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

 

„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი