logo_geo
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:09

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.

 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე კულტურულ თანამშრომლობას. პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

 

 

big_banner
არქივი