logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

24 ოქტომბერი. 2019. 10:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან,   დურსუნ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი.

 

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა და დურსუნ ჰასანოვმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი