logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ნატო-ს ქვეყნების გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია
- +

25 ოქტომბერი. 2019. 00:04


თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია. ქართველი სამხედროები ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარისაცკების მხარდამხარ იბრძვიან და წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ძალიან ღირსეულად და ძლიერად არის წარმოდგენილი.



"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამხედროების მიმართ ერთხმად აღიარებს ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. სწორედ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ასეთი მაღალი სტატუსი აქვს მთელს საერთაშორისო არენაზე, ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

ღარიბაშვილმა გლობალურ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზეც ისაუბრება.

 

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ.

 

ეს იქნება ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ სტოლტენბერგთან მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. 5 წლის წინ ერთობლივად გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) საქართველოში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ შეხვედრის დროს შევეხებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. 



მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

 

ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს 24-25 ოქტომბერს მასპინძლობს.  
 

 

 

 

big_banner
არქივი