logo_geo
კუბასა და საბერძნეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ
- +

25 ოქტომბერი. 2019. 11:31

 

 

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება.

 

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი  გია ნიკოლაიშვილი თანამდებობას მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან დატოვებს.

 

2020 წლის 1 იანვრიდან თანამდებობას დატოვებს საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩების ცვლილება როტაციის ვადის გასვლის გამო ხდება.

 

ამასთან, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არჩილ ყარაულაშვილი ინიშნება. დიპლომატი მუშაობას 11 ნოემბრიდან შეუდგება.

 

დადგენილი პროცედურით, შესაბამისი წინადადებებით პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა.

 

 

big_banner
არქივი