logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 16:45

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ალიანსის შტაბბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.

 

 

big_banner
არქივი