logo_geo
საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 20:03

 



საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) წარმატებული იმპლემენტაცია და  განვითარების პერსპექტივები, ასევე პოლონელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებებში - ის საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.    

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის კოლეგას - მარიუშ ბლაშჩაკს მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციას, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოსთან ერთად SNGP-ის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიკურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. საუბრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

  

 

 

big_banner
არქივი