logo_geo
ზვიად ძიძიგური: ეკლესიაზე შეტევა ყოველთვის, იმ ძალის დამარცხებით სრულდებოდა, რომელიც შეტევას წამოიწყებდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 00:33

 

 

ეკლესიაზე შეტევები ყოველთვის სრულდებოდა იმ ძალების დამარცხებით, რომლებიც ამ შეტევას წამოიწყებდნენ ხოლმე. მე არც ახლა ვფიქრობ, რომ რამე სხვაგვარად მოხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენებისა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პატრიარქთან სტუმრობის შეფასებისას განუცხადა.

 

ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ, ადამიანურად მივიდა პატრიარქთან, რათა მას გამოუცხადოს მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. რა პროცესებიც მიმდინარეობდა საპატრიარქოში, რასაც ყველანი ვხედავდით ჩვენი თვალით, ამაზე პატრიარქის რეაქცია იყო, რომ ჩვენ, საპატრიარქო და ქართული ეკლესია ვართ მძიმე განსაცდელის წინაშე.

 

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, პატრიარქთან მისვლა არის ძალიან კარგი ჟესტი. საპატრიარქოს წინააღმდეგ შეტევას ვხედავ 30 წელია, რაც მე თვითონ დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ ეკლესიაზე შეტევები ყოველთვის სრულდებოდა იმ ძალების დამარცხებით, რომლებიც ამ შეტევას წამოიწყებდნენ ხოლმე. მე არც ახლა ვფიქრობ, რომ რამე სხვაგვარად მოხდება” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი