logo_geo
თავდაცვის მინისტრმა ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:36

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადა. მინისტრი სამხედროებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზეც ესაუბრა.

 

 

big_banner
არქივი