logo_geo
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 12:40

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის  სფეროში საქართველოს მთავარ  სტრატეგიულ  პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)  მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც  იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი