logo_geo
ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 15:07

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ურთიერთობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

 

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და კრისტიან ურსეს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

 

 

 

big_banner
არქივი