logo_geo
პრეზიდენტი ხვალ ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას გახსნის
- +

5 ნოემბერი. 2019. 18:30

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციას - „GDSC“ გახსნის და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

კონფერენციაზე განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

 

 

big_banner
არქივი