logo_geo
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან
- +

6 ნოემბერი. 2019. 10:49

 

 

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა. ქ. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ირაკლი ღარიბაშვილი ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტისთვის, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

ამერიკელმა კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული რეფორმები წარმატებით ხორციელდება. ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნმა თავდაცვის მინისტრს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

big_banner
არქივი