logo_geo
ელიზაბეთ რუდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას
- +

6 ნოემბერი. 2019. 11:20

 

 

 

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ საქართველოს პროგრესზე, თქვენი ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

 

მან ისაუბრა კონფერენციისა და იმ თემების შესახებ, რაზეც მის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება.

 

„ამ წელს კონფერენციის ყურადღება ძირითადად მიმართული იქნება საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაცია, თანამშრომლობა ნატო-ს ძალებთან, საქართველოს საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები ძალიან მოხარულია ბათუმში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას", - განაცხადა რუდმა.

 

მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, თუ დღესდღეობით რა მთავარი პრობლემები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ.

 

„საქართველოს მოდერნიზაციის ამბიციური პროგრამა აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის. გრძელდება ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო იღებს აშშ-სგან და მოკავშირეებისგან, ნატო-საქართველოს პაკეტი, აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისთვის მზაობის პროგრამაში, მიმდინარე წვრთნები, რომლის მეშვეობითაც საქართველო ხდება უფრო ძლიერი პარტნიორი და წვლილის შემომტანი ნატო-ში - ეს არის ის თემები, რასაც განვიხილავთ, ისევე როგორც საქართველოს წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოებაში", - განაცხადა რუდმა.

 

6-7 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია - ბათუმი 2019"-ს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია ოთხ პლენარულ სესიას მოიცავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი