logo_geo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
- +

6 ნოემბერი. 2019. 11:36

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი.

 

 

მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის  თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა  და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი