logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ინფორმაციის თავისუფლება არ არის თავნებობა
- +

6 ნოემბერი. 2019. 13:16

 

 

„ინფორმაციის თავისუფლება არ არის თავნებობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, „ფეიკ ნიუსი“, დეზინფორმაცია და ცილისწამება დღევანდელი საზოგადოების და სოციალური ქსელების ზოგადი პრობლემაა.

 

„ფეიკ ნიუსზე“, დეზინფორმაციაზე და ცილისწამებაზე არაერთხელ გამიკეთებია აქცენტი. ეს მეც შემეხო და ბევრ სხვასაც. ესეც არის დღევანდელი საზოგადოების და სოციალური ქსელების ზოგადი პრობლემა. ძალიან დასაფიქრებელია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ფაქტებს ისე, რომ ეს არ იყოს ინსტრუმენტი და შეიზღუდოს ზოგადად ინფორმაციის თავისუფლება. მაგრამ ინფორმაციის თავისუფლება არ არის თავნებობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ინტერნეტ გარემო შეფასებულია როგორც „თავისუფალი“.

 

ორგანიზაცია ერთ-ერთ საფრთხედ ასახელებს მთავრობასთან აფილირებული „ტროლების“ და მომხმარებლების გააქტიურებას, განსაკუთრებით 2018 წლის საპროტესტო აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამავე ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, პირველ ადგილს ისლანდია იკავებს. საქართველო რეიტინგში 75 ქულით, მეათე ადგილზეა.

 

big_banner
არქივი