logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
- +

6 ნოემბერი. 2019. 18:54

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს ემრე კარაოსმანოღლუს შეხვდა.

 

ორმხრივი შეხვედრა ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში.

 

საუბარი ასევე შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი