logo_geo
გია ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი დღე, როცა ამ სტუდიაში შეიარაღებული ავაზაკები შემოიჭრნენ
- +

7 ნოემბერი. 2019. 10:33

 

ყოფილი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტიმრობისას 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი დღეა, როცა "იმედში" შეიარაღებული სპეცდანიშნულების ნაწილები შეიჭრნენ.

 

" 7 ნოემბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი დღე, როცა ამ სტუდიაში ავაზაკები შემოიჭრნენ შეიარაღებულები და შემდეგ მოდელირებულ ქრონიკას დგამდნენ ამ სტუდიაში. აი ასეთი მოვლენების ავტორებისგან თუ თანაავტორებისგან, რომლებიც ახლა მიმობნეული არიან სხვადასხვა ე.წ. ინტერნეტ გამოცემებში, მედია საშუალებებში, პოლიტიკურ ჯგუფებში წამოძახილი იმაზე, რომ "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს არ უწყობს მედიის თავისუფლებას, ინტერნეტზე თავისუფალ ხელმისაწვდომობას, მე ვფიქრობ ძალიან ცინიკურად ჟღერს და თანაც ერთი მნიშვნელოვანი დათქმა, არ უნდა დაავიწყდეთ ამ ხელისუფლების ოპონენტებს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფალ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და ეს არის კონსტიტუციურად აღიარებული", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

 

 მისივე თქმით, ის პოლარიზაცია, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიმჩნეოდა, აშფოთებს საზოგადოებას, მაგრამ იმავე დროს, ნათელი მაგალითია სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც მათ შორის, ქართულ ინტერნეტ- სივრცეშია დაცული.

"არავინ არავის ბლოკავს, არავინ არავის ხმას არ ახშობს - მე რასაც ვაკვირდები და ვარ აქტიური ინტერნეტ-მომხმარებელი  სოციალური ქსელების. არის უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს ინტერნეტ-სივრცეში, აკრიტიკებს მის ქმედებას, არის არა ნაკლები რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც ამჟამინდელი სახელისუფლებო კურსის მომხრედ გვევლინება. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, დავაში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება და თუ ეს ინტერნეტ - სივრცე ამ ჭეშმარიტების დაბადების კარგი საშუალება, ამაში ცუდი არაფერი არ არის“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილი

 

 

 

 

big_banner
არქივი